ხანძარი სასტუმრო ლეოგრანდში

საქართველოში გლოვის დღეა, სახელმწიფო შენობებზე დროშები დაეშვა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 27 ნოემბერი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოცხადდა. ქვეყანა ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის დროს გარდაცვლილებს გლოვობს.

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დროშები დაეშვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის თბილისისა და ქუთაისის სასახლეებზე, შსს-ს ყველა შენობაზე, ასევე სხვა ყველა სახელმწიფო უწყებაზე. 

ფოტო: შსს

Leo grand-ში ხანძარი, 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 - ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები