ვულკანის ამოფრქვევა

კუნძულ ბალიზე ვულკანის ამოფრქვევის გამო 100,000 ადამიანის ევაკუაცია მოხდება

Shutterstock

ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე ვულკანი აგუნგი გააქტიურდა. ამოფრქვეული კვამლის და ფერფლის გამო უკანასკნელი ორი დღის მანძილზე კუნძულის მთავარი აეროპორტიდან თითქმის ყველა ფრენა გადაიდო.

ვულკანის მოსალოდნელი ამოფრქვევის გამო ხელისუფნებამ მოსახლეობას და ვულკანიდან 10 კილომეტრის რადიუსში მყოფ ყველა პირს ევაკუაციისაკენ მოუწოდა.

40,000 ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა, თუმცა ბალის გუბერნატორის თქმით გაზრდილი საფრთხის გამო რიცხვი შესაძლოა 150,000-მდეც გაიზარდოს.

კომენტარები