ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

შეაჩერე ძალადობა - ვებგვერდი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

Sheachere.ge

.სარეკლამო კომპანია Redberry-მ ვებგვერდი Sheachere.ge შექმნა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. კომპანია პროექტს ადამიანთა ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდსა (Atipfund Georgia) და USAID-თან ერთად ახორციელებს.

პლატფორმის შექმნის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მეტი ინფორმაციის გავრცელება, ამ კუთხით საზოგადოებაში ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება.

Sheachere.ge ძალადობაზე თვალის დახუჭვის კონცეფციის გარშემო შეიქმნა.

კომპანია პულსარმა (Pulsar AI), ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, თვალის ახელვა-დახუჭვის ამოცნობის ტექნოლოგია შექმნა. საიტზე შესვლის შემდეგ თვალების დახუჭვის შემთხვევაში ქალის მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეო გრძელდება, თვალის გახელის შემთხვევაში კი ის ჩერდება. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სწორედ ძალადობაზე "თვალის დახუჭვის" ანუ იგნორირების ფაქტები არის ყველაზე გავრცელებული პრობლემა.

კომენტარები