ვანო მერაბიშვილის საქმე

კახიძე: ვანო მერაბიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ადამიანის უფლებათა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი პრემიერმინისტრის მიმართ მე-18 მუხლი დაირღვა, რაც მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრად აღიარებას ნიშნავს. მერაბიშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ საქართველომ მერაბიშვილი დაუყივნებლივ უნდა გაათავისუფლოს.

"სასამართლოს დიდმა პალატამ ძალაში დატოვა სექციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე და ჩვენ მოვიგეთ საქმე, რომელიც ეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრად ცნობას. სასამართლომ ძალაში დატოვა მეთვრამეტე მუხლის დარღვევა, რომლითაც წარსულში პოლიტპატიმრებად ცნო იულია ტიმოშენკო და იური ლუცენკო. მე მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას თუ სურთ მოახდინონ ზიანის მინიმიზება, რომელიც მიადგება საქართველოს იმიჯს. მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ მიიღონ გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების თაობაზე", - ამბობს კახიძე.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 14 ივნისს მიიჩნია, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა, ლეგიტიმური მიზნების მიღწევასთან ერთად, ემსახურებოდა არალეგიტიმური მიზნების მიღწევასაც. კერძოდ, პატიმრობა გამოყენებულ იქნა მასზე ზეწოლის მექანიზმად სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც მის საქმესთან დაკვშირებული არ იყო, მათ შორის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ზურაბ ჟვანიას საქმეზე მიმდინარე გამოძიებებთან. 

სტრასბურგი მიუთითებს, რომ გასული წლის გადაწყვეტილებაში ევროპულმა სასამართლომ მერაბიშვილის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის (უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფაქტები) დარღვევა დაადგინა მე–5 მუხლის 1–ლ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).

რამდენიმე თვეში, 17 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ აპელაციისთვის სასამართლოს დიდ პალატას მიმართა. 28 ნოემბერს სწორედ აპელაციის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადდება.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და შინაგან მინისტრი, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი სხვა ბრალდებებიც წარუდგინეს - 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ ყველა საქმეზე დამოუკიდებლად დამნაშვედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები