ხვალ, 29 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების და ასმათის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
12 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.