ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლია

Reuters

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ექსპერტების მოსაზრებით რაკეტას, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის მიერ დღემდე გამოცდილ რაკეტებს შორის ყველაზე დიდ სიმაღლეს მიაღწია, ამერიკის შეერთებულ შტატებამდე მიღწევა შეუძლია.

ჩრდილოეთ კორეის განცხადებით რაკეტა Hwasong-15 ახალი და ყველაზე მძლავრია, მძიმე ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია და აშშ-ის ნებისმიერ წერტილს მიწვდება. ექსპერტების მოსაზრებით გამოცდილ რაკეტაზე მსუბუქი ქობინი იყო დამაგრებული და მძიმე ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტით აშშ-ის ტერიტორიამდე მიღწევას ჩრდილოეთ კორეას კიდევ 2 წელი აშორებს.

წინა გამოცდებისგან განსხვავებით ახალი ტესტი ღამით ჩატარდა, რაც ზოგიერთი ექსპერტის აზრით იმან განაპირობა, რომ ღამით ბალისტიკური რაკეტების ანტი-სარაკეტო სისტემების მიერ შეჩერება უფრო რთულია.

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ტესტის შესახებ მაშინ შეატყობინეს, როდესაც რაკეტა ჯერ კიდევ ჰაერში იყო. "ჩვენ მოვუვლით ამას" თქვა ტრამპმა.

გაერომ ჩრდილოეთ კორეის ქმედება დაგმო. უშიშროების საბჭო საგანგებო სესიას გამართავს.

კომენტარები