რუსეთი-საქართველო

რუსეთის საგარეო უწყება: აშშ თბილისს ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგებს

RIA Novosti

მოსკოვი საქართველოსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების გამო შეშფოთებას კიდევ ერთხელ გამოთქვამს. რუსეთისთვის მიუღებელი საქართველოსთვის აშშ-ის მიერ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინის მოწოდებაა. 

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყება აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრეგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს უთხრა. კარასინმა მოსკოვში გაეროს წარმომადგენლის ტურუნენი, ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი ბაბლერი და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი კლაარი მიიღო. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კარასინმა აქცენტი კიდევ ერთხელ გააკეთა იმ საშიშროებაზე, რაც თბილისსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას მოსდევს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ცოტა ხნის წინ პენტაგონმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინის მოწოდება დაამტკიცა, რაც 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოსა და აშშ-ს შორის ასეთი მასშტაბის პირველი გარიგებაა. კარასინმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ვაშინგტონმა თავისი სამხედრო სწავლების პროგრამა რეგულარული საბრძოლო შენაერთების მომზადებისკენ მიმართა, ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული მხარის დახმარებით, საქართველოს ტერიტორიაზე იგეგმება კიდევ ერთი სამხედრო სასწავლო ცენტრის აშენება.

მოსკოვი თბილისისთვის ამგვარ სამხედრო მხარდაჭერას უწოდებს პირდაპირ ბიძგს თბილისისთვის რეგიონში მორიგი სახიფათო ავანტიურის განხორციელებისკენ. 

რა არის ჯაველინი, წაიკითხეთ აქ

კომენტარები