რუსეთი-აშშ

ლავროვი: ნეგატიურად ვუყურებთ ჩრდილოეთ კორეასთან კავშირის გაწყვეტის მოწოდებას

Reuters

რუსული მედია სააგენტოების ცნობით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ნეგატიურად უყურებს აშშ-ის მოწოდებას სხვა ქვეყნებისადმი ჩრდილოეთ კორეასთან ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გამო კავშირის გაწყვეტის თაობაზე.

ლავროვმა ეს კომენტარი გაეროში აშშ-ის ელჩის, ნიკი ჰეილის განცხადებაზე გააკეთა, სადაც ჰეილიმ თქვა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გაწყვიტოს ყველანაირი კავშირი ოფიციალურ ფხენიანთან, მათ შორის გაწყვიტოს სავაჭრო კავშირები და გააძევოს ჩრდილოეთ კორეელი მუშაკები.

რუსულმა მედიამ ლავროვის მიერ იტალიურ გაზეთთან მიცემიული ინტერვიუც გამოაქვეყნა, სადაც ლავროვი ამბობს, რომ დონალდ ტრამპის გუნდის ქმედებები ჰგავს მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას პოლიტიკას.

"სამწუხაროდ, დონალდ ტრამპის გუნდის ბევრი ქმედება ინერციულია და მცირედით განსხვავდება ბარაკ ობამას მიმართულებისაგან." თქვა ლავროვმა.

კომენტარები