MDF

MDF-ის ახალი კვლევა - მუსლიმი ახალგაზრდების საჭიროებები და ინფორმაციის წყაროები

facebook.com/MediaDevelopmentFoundation

მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მუსლიმი ახალგაზრდების საჭიროებების და ინფორმაციის წყაროების შესახებ კვლევა პანკისში, აჭარასა და ქვემო ქართლში ჩაატარა. მედიის განვითარების ფონდის თავმჯდომარის, თამარ კინწურაშვილის განცახდებით, კვლევამ აჩვენა, რომ ამ კონკრეტულ რეგიონებში ინფორმაციის ძირითადი წყაროები ქართული ნაციონალური ტელეარხებია.

“ძირითადი ინფორმაციის წყაროები არის ქართული ნაციონალური ტელეარხები და ლიდერობენ რუსთავი 2 და იმედი, მაგრამ მეორე ინფორმაციის წყაროდ იკვეთება განსხვავებული სურათი, აჭარასა და  პანკისში, ჩვენ ვხვდებით, როგორც რუსულ, ასევე თურქულ მედიას, ხოლო ქვემო ქართლში, როგორც თურქული ასევე აზერბაიჯანული მედია საშუალებებისგან იღებენ ინფორმაციას”- თქვა კინწურაშვილმა.

მისივე თქმით, ფოკუს ჯგუფებზე დაკვირვების მიზანი, მუსლიმი ახალგაზრდების დამოკიდებულებების შესწავლა იყო.

“ჩავატარეთ ასევე ფოკუს ჯგუფები, რომლის მიზანი იყო მუსლიმი ახალგაზრდების დამოკიდებულებების შესწავლა იმისთვის, რომ გაგვეგო არამარტო ის, როგორ აშუქებს მედია მუსლიმთა თემას, არამედ თავად მუსლიმები რას ფიქრობენ მედიის ქცევაზე და ჩვენი რეკომენდაციები სწორედ ეფუძნება მათ აღქმებს, დამოკიდებულებებსა და იმ საერთაშორისო პრქატიკას, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ მედიამაც გაითვალისწინოს”- აღნიშნა მედიის განვითარების ფონდის თავმჯდომარემ.

კომენტარები