თბილისის მერია

00:00 საათიდან 07:00 საათამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

თბილისის მერია
თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის სამუშაოების გამო, ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამონტაჟო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე, ამავე საათებში, 3 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ჯერ-ჯერობით უცნობია გადაიკეტება თუ არა რუსთაველის გამზირი ამ დღეებშიც, მერიაში ტაბულას უთხრეს, რომ შესაბამის ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

00:00 საათიდან 07:00 საათამდე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა კოსტავას გამზირზეც, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან მეტრო რუსთაველამდე. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს შპს "თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.

უწყება მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

კომენტარები