შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1985 წელს დაბადებული ა.ა. ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, 2 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 და მე-4 ნაწილებით).
ბოლო პერიოდში, ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, ნარკოდანაშაულისთვის ათზე მეტი ადამიანი დააკავეს.