კრიმინალი

მესტიაში მამაკაცი ცემით მოკლეს, პოლიციამ ორი ძმა დააკავა

მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერში მამაკაცის ცემით მოკვლის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. ისინი ძმები არიან. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. ეს გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სოფლის გამგებლის ვლადიმერ ფილფანის ინფორმაციით, ნაცემი მამაკაცი ადგილობრივებმა გზაზე იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინტერპრესნიუსს მესტიის საავადმყოფოში უთხრეს, რომ პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

კომენტარები