სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

სპეცოპერაციისას დაზარალებულ მოქალაქეებს მერია ერთჯერადად, 500 ლარით დაეხმარება

ტვ პირველი

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ რვა ოჯახს, რომელთაც 22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საცხოვრებელი სახლები სრულად გაუნადგურდათ, მერია ერთჯერადად 500 ლარით დაეხმარება. დახამრება თითოეულ მოქალაქეზე გაიცემა. ამის შესახებ განცხადებას დედაქალაქის მერია ავრცელებს. 

"დახმარებას გაბრიელ სალოსის გამზირის მე-6 შესახვევის, N9 კორპუსის, მესამე სადარბაზოს I-III სართულზე და მეორე სადარბაზოს მეორე სართულზე მცხოვრები 35 მოქალაქე მიიღებს. მათ დასახმარებლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 17 500 ლარი გამოიყო." - წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი თბილისის მერმა კახა კალაძემაც გააკეთა. კალაძის თქმით, როგორც კი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება, კორპუსი შეოწმდება და თუ  აღდგენას ექვემდებარება, შესაბამისი სამუშაოები დაიწყება. 

„მათი საცხოვრებელი ფართები და ყველაფერი, რაც კი ამ ადამიანებს გააჩნდათ, მთლიანად დაიწვა. ელემენტარულად, ტანსაცმლის გამოტანაც კი ვერ მოახერხეს. შესაბამისად, თითოეულ მოქალაქეზე მერიის მხრიდან 500 ლარი გამოიყო, რომ მათთვის პირველადი დახმარება აღმოგვეჩინა. რაც შეეხება ზოგადად გაბრიელ სალოსის გამზირზე არსებულ სიტუაციას, კახა კალაძის თქმით, როგორც კი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება, შენობაში მერიის ლაბორატორია შევა და არსებული კორპუსის შემოწმება მოხდება. „თუ კორპუსი აღდგენას ექვემდებარება, შესაბამის სამუშაოებს დავიწყებთ და ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც საჭიროა." - ამბობს კალაძე.

22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე ბინა სრულად განადგურდა. სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცავები ტერორიზმსი ბრალდებული პირების აყვანას ცდილობდნენ, ბრალდებულებმა კორპუსიდან ცეცხლი გახსენს. მოსახლეობა ბინებიდან ევაკუირებული იყო. იმავე დრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთებულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სპეცოპერაციისას ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალი, მათ სრულად აუნაზღაურდებათ.

კომენტარები