საკონსტიტუციო სასამართლო

ევროპული საქართველო საკონსტიტუციოს მოსამართლედ ევა გოცირიძეს მხარს არ დაუჭერს

ტაბულა

ევროპული საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. პარტიის წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, გოცირიძის კანდიდატურა შეუსაბამოა ამ თანამდებობისთვის.

„ევა გოცირიძე არის პირდაპირ შეუსაბამო იმ მაღალი თანამდებობისთვის, რომელზეც ეს ქალბატონი უნდა დამტკიცდეს. აქედან გამომდინარე, არანაირი შეკითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა შეცვლიდა აზრს მისი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად არ არსებობს.“ - ამბობს ირაკლი აბესაძე.

საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ევა გოცირიძის კანდიდატურა წარადგინა. 

ევა გოცირიძე 2013-2017 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. ის, 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ ევრომოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა, თუმცა, საქართველოდან სტრასბურგში წარდგენილი სამკაციანი სია ჩავარდა. ევა გოცირიძის შეფასებით, "განხორციელდა ძალთა არნახული მობილიზაცია ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ".

აღსანიშნავია, რომ ევა გოცირიძე თვლის, რომ მართლმსაჯულების დასაცავად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება. "დიდი საოცრებაა, რომ თამაზ ურთმელიძის განჩინება სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად აღიქვეს", - თქვა გოცირიძემ რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრისას.

ევა გოცირიძე არჩევის შემთხვევაში ლალი ფაფიაშვილს ჩაანაცვლებს.

კომენტარები