საკონსტიტუციო სასამართლო

ვოლსკი: არც სტრასბურგში და არც არსად ევა გოცირიძის კანდიდატურა არ დაუწუნებიათ

გია ვოლსკი
ტაბულა

"არასოდეს, არსად ევა გოცირიძის კანდიდატურა დაწუნებული არ ყოფილა, მათ შორის არც სტრასბურგში." - ამის შესახებ საპარლამენტო უმრაველსობის ერთერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ რუსთავი 2-თან საუბრისას თქვა. ვოსლკის აზრით, ევა გოცირიძე მაღალი დონის ექსპერტია და მისი კანდიდატურა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, შესაბამისია. 

"არასოდეს არსად ევა გოცირიძის კანდიდატურა დაწუნებული არ ყოფილა, მათ შორის არც სტრასბურგში. იქ მთლიან სიაზე ვერ შეთახნმდნენ. ეს არის ადამიანი, მაღალი დონის ექსპერტი, სპეციალისტი, სასამართლოს მცოდნე და თავისი ქვეყნის პატრიოტი, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ არავითარი პოლიტიკური ანგაჟირების ნიშნები არ ექნება." - ამბობს ვოლსკი.

ოპოზიციური პარტიები გოცირიძის კანდიდატურად შეუსაბამოდ მიიჩნევენ და მისთვის მხარდაჭერას არ აპირებენ. 

საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე ევა გოცირიძის კანდიდატურა წარადგინა. 

ევა გოცირიძე 2013-2017 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი იყო. ის, 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ ევრომოსამართლეობის კანდიდატად წარადგინა, თუმცა, საქართველოდან სტრასბურგში წარდგენილი სამკაციანი სია ჩავარდა. ევა გოცირიძის შეფასებით, "განხორციელდა ძალთა არნახული მობილიზაცია ჩემი კანდიდატურის წინააღმდეგ".

აღსანიშნავია, რომ ევა გოცირიძე თვლის, რომ მართლმსაჯულების დასაცავად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება. "დიდი საოცრებაა, რომ თამაზ ურთმელიძის განჩინება სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად აღიქვეს", - თქვა გოცირიძემ რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრისას.

ევა გოცირიძე არჩევის შემთხვევაში ლალი ფაფიაშვილს ჩაანაცვლებს.

 

კომენტარები