ადგილობრივი თვითმმართველობა

კობახიძე: თვითმმართველობის კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებები ხარჯებს შეამცირებს

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ცვლილებები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი შედის, ხარჯების ზრდას არ გამოიწვევს. ირაკლი კობახიძის თქმით, ინიციატივის მიზანი ფრაქციების მართვის გაუმჯობესებაა. 

„წინა სამ წელთან შედარებით ეს ხარჯების ზრდას არ გამოიწვევს. ჩვენ გვაქვს დაანგარიშებული ფრაქციების რაოდენობა წინა სამი წლის განმავლობაში და ეს მაჩვენებელი ახალ მაჩვენებელს შევადარეთ, რომელსაც მივიღებთ კანონის მიღების შემდეგ. ზრდა არ იქნება, პირიქით, შემცირდება შესაბამისი ხარჯები. ინიციატივის მიზანია, გაუმჯობესდეს ფრაქციების მართვა. მე ვიტყოდი, ეს პროპორციულად აისახება როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიების ინტერესებზე, ანუ პროპორციულად იქნება გადანაწილებული ეს თანამდებობები როგორც მმართველ პარტიაზე, ასევე ოპოზიციურ პარტიებზე" , - თქვა კობახიძემ. 

საქმე ახალ თანამდებობას ეხება, რომელიც საკრებულოებში იქმნება - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე. ეს ანაზღაურებადი პოსტი იქნება. კანონპროექტის მიხედვით, დგინდება, რომ ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს ოთხი მოადგილისა, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის წესი და უფლებამოსილება ფრაქციის წესდებით განისაზღვრება.

შესაბამისი ცვლილებები ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ხორციელდება, რომელიც პარლამენტის წევრებმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, ოთარ დანელიამ და დავით სონღულაშვილმა მოამზადეს. 

ცვლილებები ოპოზიციისთვის მიუღებელია. ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს წევრები ამბობენ, რომ ეს თანამდებობა დამატებით ხარჯებს გამოიწვევს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები