სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე

სპეცოპერაციის საქმეზე, 14:00-ზე სუს-ში ბრიფინგი გაიმართება

aljazeera.com

დღეს, 14:00-ზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება.

ბრიფინგი თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება.

ერთ კვირაზე მეტი გავიდა, რაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე კონტრტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, თუმცა, საქმის დეტალები აქამდე უცნობია.

საზოგადოებამ ოფიციალურად არ იცის - ვინ იყვნენ ადამიანები, ვინც სამართალდამცველებს თითქმის 20 საათის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას. ოფიციალურად ამ დრომდე არ დასტურდება, სპეცოპერაციის დროს ნამდვილად ISIS-ის მებრძოლი, ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთერთი მონაწილე ახმედ ჩატაევი მოკლეს თუ არა. კითხვები არსებობს იმაზეც, როგორ მოხვდა ე.წ დანაშაულებრივი ჯგუფი საქართველოში და რა მიზანი ჰქონდათ მის წევრებს - აპირებდნენ თუ არა ტერაქტის მოწყობას და როგორ შემოიტანეს იარაღი ქვეყანაში. ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად საპარლამენტო უმცირესობამ იუსტიციის მინისტრი და სუს-ის უფროსი პარლამენტში უკვე დაიბარა.

ვრცლად, რა ვიცით და რა არ ვიცით სპეცოპერაციის შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები