თეთრი სახლი

ათავისუფლებს თუ არა ტრამპი სახელმწიფო მდივნის თანამდებობიდან რექს ტილერსონს?

AP

ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს კვირებში დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორის, მაიკ პომპეოს კანდიდატურით ჩანაცვლებას აპირებდა.

მოსაზრებას ის ფაქტიც ამყარებდა, რომ უკანასკნელ პერიოდში ტრამპი ტილერსონის მისამართით კრიტიკას არ იშურებდა. ტრამპის და ტილერსონის პოზიციები განსხვავდებოდა ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიცაა ირანის ბირთვული შეთანხმება, ჩრდილოეთ კორეის საკითხი და სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირე არაბული ქვეყნების დაპირისპირება. პრეზიდენტმა ტილერსონის მხრიდან ჩრდილოეთ კორეის კრიზისის დიპლომატიური გზებით გდაჭრის მცდელობას საჯაროდ უწოდა ფუჭი დროის კარგვა. მიმდინარე წილის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირად საუბარში სახელმწიფო მდივანმა ტრამპს ჭკუასუსტი უწოდა, რის პასუხადაც ტრამპმა ტილერსონი IQ ტესტში შეჯიბრში გამოიწვია.

ხუთშაბათს ჟურნალისტების შეკითხვაზე, რჩება თუ არა ტილერსონი პოსტზე, დონალდ ტრამპმა მხოლოდ ის თქვა, რომ სახელმწიფო მდივანი თეთრ სახლში იმყოფებოდა.

"ის აქ არის. რექსი აქ არის" თქვა ტრამპმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით თეთრი სახლი ირწმუნება, რომ ტილერსონის გათავისუფლების და მისი მაიკ პომპეოთი ჩანაცვლების გეგმა არ არსებობს.

სავარაუდოდ მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში ტილერსონის მსგავსად ტრამპის პოლიტიკას არ დააბალანსებს, ვინაიდან მისი პოზიციები ტრამპისას ემთხვევა. პომპეო 2015 წელს ირანის ბრითვული შეთანხმების მოწინააღმდეგე იყო და აცხადებდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრიდლოეთ კორეის რეჟიმის შეცვლას განიხილავდა, მაშინ, როდესაც მსგავს განცხადებებს ტილერსონი საჯაროდ უარყოფდა.

ტილერსონს სახელმწიფო მდივნად დანიშვნამდე სახელმწიფო, პოლიტიკურ და სამხედრო სფეროებში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. Exxon Mobil-ში 41 წლიანი კარიერის შემდეგ ტილერსონმა სახელმფიწო მდივნის პოსტზე მოღვაწეობის დიდი ნაწილი დეპარტამენტის რეორგანიზაციას, ბიუჯეტის შემცირებას და 2,000-მდე დიპლომატის პოსტიდან გათავისუფლებას მოახმარა.

რექს ტილერსონი ორშაბათს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში, სტოკჰოლმში, ვენასა და პარიზში მიემგზავრება.

კომენტარები