სპეცოპერაცია

სუს-ი: სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის ერთერთი ახმედ ჩატაევია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ისანში სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულს პირებს შორის ახმედ ჩატაევიც არის. ამის შესახებს სუს-ში ბრიფინგი გაიმართა. როგორც სუს-ში ამბობენ, მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად თუ როგორ მოხვდნენ სპეცოპარაციაში მონაწილე პირები საქართველოში. სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის თქმით, ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. 

"ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით, ანუ დაქტილოსკოპიური კვლევით დადგენილ იქნა, რომ ლიკვიდირებულ პირებიდან ერთერთი ახმედ ჩატაევია. დანაშეულებრივი ჯგუფის წევრებს მათი ვინაობის, მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. აღნიშული პირების იდენტიფიიკაციის პროცესში ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. გამოძიების ფარგლებში დგინდება, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული ჯგუფის წევრები საქართველოში და ასევე დგინდება მათი შესაძლო კავშირი სხვა დანაშაულებრივ პირებთან." - ამბობს ნინო გიორგობიანი.

გიორგობიანის თქმით, სამართალდამცავები ბრალდებულებთან რამდენიმესაათიან მოლაპარაკებს აწარმოებდნენ დანებების თაობაზე.

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ საქმის შესახებ დამატებითი იფორმაცია, საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო სპეციალური დამატებითი ღონისძიების გატარება შესაძლო დანაშაულებრივი ჯგუფის გაუვნებელყოფის მიზნით. სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულ იქნა ერთი პირი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ  სპეცოპერაციის საწყისს ეტაპზე რამდენიმე საათის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი მათთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს დანებების თაობაზე. მოლაპარაკებების პარალელურად მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებელების ევაკუაცია კორპუსიდან და ასევე მიმდებარე ტერიტორიიიდან. მრავალსაათიანი და ინტენსიური ოპერაციის დროს მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნიათ." - ტქვა გიორგობიანმა.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სუს-ის ინფორმაციით, "დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და ლიკვიდირებულია - 3". დაკავებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ბრალდებული - საედი დუდაევია. სპეცოპერაცია 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებულებმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსენეს. სპეცოპერაციისას ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. 

ვინ არის ახმედ ჩატაევი, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რა შედეგით დასრულდა 21-22 ნოემბრის სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, ნახეთ აქ.

 

 

 

კომენტარები