სპეცოპერაცია

სუს-ი: ჩატაევმა თავი აიფეთქა, ორი პირი კი ლიკვიდირებულია სპეცრაზმის მიერ

IPN

სპეცოპერაციიდან მეათე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ ლიკვიდირებულთა შორის ერთერთი, ლაფანყურის სპეცოპერაციის მონაწილე და ISIS-ის ერთერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, ახმედ ჩატაევია. როგორც დღეს სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა თქვა, ჩატაევმა სპეცოპერაციის დღეს თავი აიფეთქა, ორი პირი კი სპეცრაზმის მიერ იქნა ლიკვიდირებული. 

"მრავალსაათიანი და ინტენსიური ოპერაციის დროს მოსახლეობის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნიათ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სამართალდამცველების შეთავაზებაზე რომ დანებებულიყვნენ უარი განაცხადეს. გახსნეს ცეცხლი ავტოტმატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სპეცოპერაცია მიმდინარეობდა მჭიდროდ დასახლებულ ადგილას და ყველა კონკრეტული ნაბიჯი იგეგმებოდა უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის გათვალისწინებით. 20 საათიანი სპეცოპარაციის შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებიდან 2 პირის ლიკვიდაცია განხორციელდა, ხოლო ბინაში მყოფმა ერთმა პირმა ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. გავრცელებული იფორმაციით, რომ აღნიშნული ბინიდან დანაშაულებრივი ჯგუფის ორმა წევრმა გაქცევა შეძლო სიმართლეს არ შეესაბამება." - ამბობს გიორგობიანი.

სუს-ის ინფორმაციით, "გამოძიების ამ ეტაპზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერათაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს შესაძლო საფრთხეების პრევენციაზე, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული."

სახელმწიფორ უსაფრთხოების სამსახურში საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ს 323-ე მუხლის მესამე ნაწილით, 323-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 328-ე მუხლით.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სუს-ის ინფორმაციით, "დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და ლიკვიდირებულია - 3". დაკავებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ბრალდებული - საედი დუდაევია. სპეცოპერაცია 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრალდებულებმა სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსენეს. სპეცოპერაციისას ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. 

ვინ არის ახმედ ჩატაევი, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რა შედეგით დასრულდა 21-22 ნოემბრის სპეცოპერაცია და როგორი იყო მისი ქრონოლოგია, ნახეთ აქ.

კომენტარები