სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

მიხეილ ჩხენკელი: ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან

0 კომენტარი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საკუთარ Facebook გვერდზე ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ჩხუბს გამოეხმაურა, რომლის შედეგადაც ერთ-ერთი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, გულის სიღრმემდე შემძრა ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ.

უპირველეს ყოვლისა, ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს.

ექიმები ძალისხმევას არ იშურებენ და იმედი გვაქვს, მოხერხდება მძიმედ დაჭრილი მოსწავლის სიცოცხლის გადარჩენა.

ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. სკოლის პერსონალი მზადაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სიმართლის დადგენას. ორშაბათს დილიდან მოსწავლეებთან სამუშაოდ სკოლაში მივა ჩვენი ფსიქოლოგების ჯგუფი. მივმართავთ ყველა სხვა საშუალებას სამომავლოდ მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად." - წერს მიხეილ ჩხენკელი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები