სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

დაჭრილი მოსწავლის ოპერაცია დასრულდა - მდგომარეობა კვლავ მძიმეა

pfid.net

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად მძიმედ დაზიანებული დაჭრილი 16 წლის მოსწავლის ოპერაცია დასრულდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის თმით, არასრულწლოვნის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და იგი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში.

"მეორე ოპერაცია დასრულდა, პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა ბუნებრივი მაჩვენებლები სტაბილურია" - თქვა ზაზა სოფრომაძემ.

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი დღეს მოხდა. შედეგად, ორი მათგანი დაიჭრა, მათგან ერთ-ერთი - საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ჩხუბი 51-ე სკოლის ტერიტორიაზე დაიწყო.

კომენტარები