სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

სისხლის ბანკი დაჭრილი მოზარდისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს

ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს. დახმარების მსურველებმა შემდეგ ნომრებზე უნდა დარეკონ:2390313, 577 221 413.

ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარება კვლავ უკიდურესად მძიმეა. მას საავადმყოფოში შესვლიდან ამ წუთამდე სისხლს უსხამენ, თუმცა სისხლდენის შეჩერება ვერ ჩერდება.

ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეების ჩხუბი 1 დეკემბერს მოხდა. ერთერთი დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორეს მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

კომენტარები