სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

მოზარდებს ბრალი წარუდგინეს, ერთერთი მათგანი კვლავ მიმალვაშია

0 კომენტარი

თბილისის პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი გარჩევისას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე, ორ არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინა.

მათგან ერთერთი (ინიციალებით გ.ჯ) ჯერ კიდევ მიმალვაშია, პოლიციას იგი არ უპოვნია. ის ბრალდებულად დაუსწრებლად ცნეს.

ორივე არასრულწლოვანს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს (დამნაშავისთვის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა).

პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვს პატიმრობის გამოყენებას.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გრძელდება გამოძიება. უწყების განცხადებაში ნათქვამია რომ ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე გამოძებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები