მობილური ტელეფონი

გასულ წელს საქართველოში 1 მილიონი მობილური ტელეფონი გაიყიდა

flickr.com

2016 წლის განმავლობაში საქართველოში სულ 1,095,216 ცალი მობილური ტელეფონი გაიყიდა, რომლის საერთო ღირებულებამაც $120 მილიონი ანუ 324 მილიონი ლარი შეადგინა. საშუალოდ მობილურის ღირებულებამ $109 ანუ 296 ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში შეძენილი მობილურების უმეტესი ნაწილი სმარტფონებია. საქართველოში შემოტანილი ელექტრონული ტექნიკის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია საქსტატმა გაავრცელა. 

2015 წლის მონაცემებთან შედარებით, გაყიდული ტელეფონების რაოდენობა 100 000 ერთეულით შემცირდა, თუმცა ტელეფონებში გადახდილი თანხა $25 მილიონით არის გაზრდილი.

2017 წელს კი მობილურების გაყიდვები მკვეთრად გაიზარდა. 2017 წლის 9 თვეში საქართველოში $145 მილიონი დოლარის ღირებულების მობილურების იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 27.6%-ით მეტია.

ქვეყანაში არსებული მობილურების რეიტინგი ბრენდების მიხედვით (კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემები):

  1. Samsung - 28.1%
  2. Nokia/microsoft - 25.1%
  3. Apple - 9.2%
  4. Huawei - 7.7%
  5. Lenovo - 4.8%
  6. Quectel - 3.4%
  7. TCT - 2.5%
  8. Sony/Erricson - 2.4%
  9. LG - 1.7%
  10. HTC - 1.5%
  11. სხვა - 13.6%

საქართველოს მოსახლეობა უკანასკნელი მონაცემებით 3.7 მილიონს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს მობილურების გამოცვლა ქვეყნის მოსახლეობის 27%-ს შეეძლო. 

კომენტარები