სამომხმარებლო ბაზარი

ყავა VS ჩაი - რომელს უფრო მეტს სვამს საქართველოს მოსახლეობა

coffeeroasters.com.hk

2016 წლის განმავლობაში საქართველოში $30 მილიონი დოლარის ღირებულების 8.8 ათასი ტონა ყავის იმპორტი განხორციელდა. ეს მაჩვენებელი ჩაის იმპორტს თანხობრივად 77%-ით აღემატება, მოცულობით კი ჩაის იმპორტზე 4.4-ჯერ მეტია. შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე ყავაზე უფრო დიდი მოთხოვნაა, ვიდრე ჩაიზე, ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. 

საქართველოში შემოტანილი ყავის 52%, ანუ $15.8 მილიონი დოლარი ხსნად ყავაზე მოდის, 48%, ანუ $14.4 მილიონი კი ყავის მარცვლებზე მოდის.

საქართველოში იმპორტირებული ჩაის 90% შავ ჩაიზე მოდის და მისი ღირებულება $6.1 მილიონ დოლარს შეადგენს, მწვანე ჩაის იმპორტი კი მხოლოდ $608 ათასი დოლარია.

რაც შეეხება ჩაის ადგილობრივ წარმოებას ის ჯერ კიდევ მცირე ზომისაა.

კომენტარები