სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე: მანდატურს ბავშვის გაჩხრეკის უფლება არ აქვს

ტაბულა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ზარდალიშვილის განცხადებით, მანდატურს მოსწავლეების გაჩხრეკის უფლება არ აქვს. მისივე თქმით, მანდატურის ფუნქციებში პედაგოგისა და დირექციის კონტროლი არ შედის.

"მანდატურის ფუნქციებში აღარ შედის პედაგოგის და სკოლის დირექციის კონტროლი. დანარჩენი ყველა ფუნქცია მანდატურს შენარჩუნებული აქვს და პლუს, დამატებული აქვს ბავშვზე ზრუნვისა და პირველადი საგანგაშო ნიშნების ამოცნობის ფუნქცია. თუ დაინახავენ, რომ ბავშვი აგრესიულია, ვიღაცას ემუქრება, ეს არის საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ჰკითხო ბავშვს, რამე ხომ არ უდევს ჯიბეში, მაგრამ ბავშვის გაჩხრეკის უფლება არავის აქვს, გარდა პოლიციისა. ბავშვი რომ გაჩხრიკო, პოლიცია უნდა გამოიძახო,"- თქვა ზარდალიშვილმა.

მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ მას ბავშვებისგან აქვს ინფორმაცია, რომ სკოლაში სათამაშო იარაღი იყო და არა პნევმატური. 

"მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს არის სათამაშო პისტოლეტი. ეს ინფორმაცია მაქვს ბავშვებისგან,"- განაცხადა ზარდალიშვილმა.

1 დეკემბერს ორი არასრულწლოვანი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრეს, რის შედეგადაც, ორივე მათგანი გარდაიცვალა.

კომენტარები