სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

მეუფე შიო: არ მაქვს ინფორმაცია, არა მგონია, ბრალდებული მონასტერს აფარებდეს თავს

ტაბულა

პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიო მუჯირს არ აქვს ინფორმაცია, აფარებს თუ არა მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული თავს მონასტერს. .

"ვერ გეტყვით, მე არ მაქვს ინფორმაცია, არა მგონია... ეს არის ჩვენი ერის ტრაგედია, უწმიდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს. ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს" - თქვა პატრიარქის მოსაყდრემ.

რუსთავი 2-ის წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი მონასტერში იმალება.

ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს არასრულწლოვნებმა იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე დააკავეს, ხოლო მეორე - მიმალვაშია. ასევე, მკვლელობის დაფარვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

რას მოჰყვა დაპირისპირება, წაიკითხეთ გამოძიების ვერსია.

კომენტარები