სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული მეორე არასრულწლოვანი პოლიციას ჩაბარდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მეორე არასრულწლოვანი გამოძიებას ჩაბარდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბრალდებულის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის ცნობით, "ოჯახმა სულ ახლახან დაადგინა ბრალდებულის ადგილსამყოფელი და მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება, გ.ჯ. უმოკლეს ვადაში წარედგინათ საგამოძიებო ორგანოში". 

ცნობისთვის, ორი მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულები პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები არიან. ერთი მათგანი მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მეორე კი, აქამდე მიმალვაში იმყოფებოდა. დღეს ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მათ შორის ერთს - დაუსწრებლად.

ამასთან, დღეს 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის დაფარვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი - ინციდენტში მონაწილე მშობელი.

რას მოჰყვა დაპირისპირება, წაიკითხეთ გამოძიების ვერსია.

კომენტარები