თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი

კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა

0 კომენტარი
ფოტო: Tbilisifilmfestival

4 დეკემბერს, კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის პირველი დღე უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიეიდის ფილმის "სულისა და სხეულის შესახებ" ჩვენებას დაეთმო.

კინოფესტივალის გახსნას უნგრეთის კულტურის მინისტრი პიტერ ჰოპალი, 20-მდე ქვეყნის წარმომადგენლები და ქართველი და უცხოელი კინემატოგრაფისტები დაესწრნენ. 

წელს კინოფესტივალის ფარგლებში ტრადიციულად აირჩევა საუკეთესო ფილმი, რომელსაც ოქროს პრომეთე გადაეცემა, ხოლო საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდოდ ვერცხლის პრომეთეა დაწესებული. გამარჯვებულებს საგანგებოდ შერჩეული ჟიური გამოავლენს. საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე წელს ბრიტანელი რეჟისორი უბერტო პაზოლინია. ჟიურის წევრები ასევე არიან ამერიკელი კინოკრიტიკოსი მარინა აჯაჯა, სერბი რეჟისორი სერჯან დრაგოევიჩი, ფრანგი მსახიობი სტეფან რიდო და ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მსახიობი ლაშა ბაქრაძე.

წელს, მეხუთედ, ქართული პანორამის ეროვნული კონკურსიც გაიმართება. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 3 ნომინაციაში: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ჟიურის წევრები არიან გერმანელი კინომცოდნეები და კრიტიკოსები ულრიხ და ერიკა გრეგორები და ბრიტანელი კინოკრიტიკოსი კარმენ გრეი.

თბილისის საერთაშორისო ფესტივალი 2000 წლიდან ტარდება. წელს იგი 4 დეკემბრიდან 10 დეკემბრამდე გასტანს. წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემა ხელოვნებაა. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი კინოჩვენებები ტრადიციულად კინოთეატრებში "ამირანსა" და "რუსთაველში" გაიმართება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მაჭავარიანი: ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვას ერთი წლით გადავავადებთ

კომენტარები