ტურიზმი

14 ივნისიდან, ქუთაისი-დუბაის მიმართულებით პირდაპირი რეისები შესრულდება

ავიაკომპანია Flydubai ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს 14 ივნისიდან შეასრულებს. დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით ოპერირებას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია კვირაში 3-ჯერ შეასრულებს.

ფრენები 2018 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში, 14 ივნისიდან 22 სექტემბრის შუალედში შესრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობის განცხადებით, გადაწყვეტილება პოპულარული ტურისტული ადგილებისკენ პირდაპირი ფრენის მოთხოვნის გამო მიიღეს.

კომენტარები