მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი: სააკაშვილი მუხლებზე არასდროს არ დადგება

0 კომენტარი

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის რადასთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს მის "დაჩოქებას ცდილობდნენ", მაგრამ ვერ მოახერხეს.

"მთავარია, არაფრის არ შეგეშინდეთ. უკრაინას ვერასდროს ვერ დააჩოქებენ, "ბარიგა" უკრაინელებს ვერასდროს ვერ დააჩოქებს, დღეს მე ხელბორკილები იმიტომ დამადეს, რომ ჩემი დაჩოქება უნდოდათ. მაგრამ მე მათ ვუთხარი: სააკაშვილი მუხლებზე არასდროს არ დადგება." - განაცხადა მან. 

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოსახლეობას მოუწოდა, უკრაინის რადასთან საპროტესტო აქციაზე შეიკრიბონ და უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოითხოვონ. 

დღეს სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით პოლიციის მიკროავტობუსში ჩასვეს, თუმცა ავტომობილი ადგილიდან ვერ დაძრეს, რადგანაც სააკაშვილის მხარდამჭერებმა ქუჩა გადაკეტეს. რამდენიმე საათის შემდეგ, მომხრეებმა სააკაშვილის გათავისუფლება შეძლეს. ამ წუთებში ის რადას შენობის წინ სიტყვით გამოდის და პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით წარმოებაში არსებულ საქმეზე. აღნიშნული მუხლი ეხება დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. ბრალდება სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პირველმა არხმა "სუზუკი ვიტარას" მარკის 20 ახალი ავტომანქანა შეიძინა

კომენტარები