House of Cards

რა ვიცით HOUSE OF CARDS-ის მეექვსე სეზონის შესახებ

The Hollywood Reporter

დღეს დილით ნეტფლიქსმა House of Cards-ის მეექვსე სეზონის რამდენიმე დეტალი დაანონსა.

ნეტფლიქსმა საბოლოოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია კევინ სპეისის შესახებ და ოფიციალურად განაცხადა, რომ ის მეექვსე სეზონში მონაწილეობას არ მიიღებს. სერიალს მხოლოდ ერთი მთავარი გმირი ეყოლება და ის კლერ ანდერვუდი [რობინ რაითი] იქნება.

დღეს ასევე შევიტყვეთ, რომ მეექვსე სეზონში მხოლოდ რვა სერია იქნება. ასეთი მოკლე სეზონი სერიალს არასდროს ჰქონია - ყველა წინა სეზონი [5 სეზონი] 13 სერიას მოიცავდა. სეზონის შემცირება, სავარაუდოდ, კევინ სპეისის სერიალიდან გაგდებას უკავშირდება.

სერიალში ცვლილებები მას შემდეგ შევიდა, რაც ფრენკ ანდერვუდის როლის შემსრულებელი, კევინ სპეისი, ენტონი რეპმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ ნეტფლიქსმა მსახიობთან ყველანაირი თანამშრომლობა გაწყვიტა - "ნეტფლიქსი არ იქნება ჩართული არც ერთ ისეთ პროექტში, სადაც კევინ სპეისი მონაწილეობას მიიღებს."

House of Cards-ის მეექვსე სეზონი ბოლო იქნება და ის 2018 წელს გამოვა.

კომენტარები