6 დეკემბერს თბილისის 6 რაიონის მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეზღუდვით მიეწოდება

newcastle.gov.za

6 დეკემბერს თბილისის 6 რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. კომპანია "თელასი" მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.

საბურთალოს რაიონი


10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, დავარის, ავთანდილის და ყურაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ფანჯიკიძის, ტაშკენტის და ბუდაპეშტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი


12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი


11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკები, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების და ქერჩის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი


10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, სამშენებლო დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ჭიჭინაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, სამგორის დასახლების, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-III ზემო პლატოს, კახეთის გზატკეცილის, რკინიგზის ჩიხის, თვალჭრელიძის, მაისურაძის, გახოკიძის და ბერიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი


11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან წამებულის მოედნის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), დოლაბაურის, კაჭარავას, ლეხ კაჩინსკის, არბოშიკის, სამასი არაგველის, გელოვანის, შავსოფლის, იალბუზის, პატარძეულის, ეთერ კაკულიას, უჯარმის, ბოდბეს, ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, ბოჭორმის და ზახაროვის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი


10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დარიალის, აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება." - აცხადებს თელასი.

კომენტარები