რუსეთის ნაკრების აკრძალვა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე

რუსეთის ნაკრები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაუშვეს

collinsflags.com

რუსეთის ნაკრები სამხრეთ კორეაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე არ დაუშვეს, თუმცა ის სპორტსმენები, რომლებიც დოპინგ ტესტის შემოწმებას წარმატებით გაივლიან, ასპარეზობას ნეიტრალური დროშის ქვეშ შეძლებენ. რუსეთის პრემიერმინისტრის მოადგილესა და სპორტის ყოფილ მინისტრ ვიტალი მუტკოს კი, სამუდამოდ აეკრძალა ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, ე.წ სუფთა სპორტსმენი, რომელსაც არ აღმოაჩნდება დოპინგი, მონაწილეობას მიიღებს, როგორც "ათლეტი რუსეთიდან". აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაზე რუსული ჰიმნიც არ გაჟღერდება.

ცნობისთვის, რუსეთს ბრალი ედებოდა 2011-2015 წლებში დოპინგის სისტემატურ დაფინანსებაში.  

ამავდროულად, რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს დაევალა, აუნაზღაუროს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს IOC-ს დოპინგის სკანდალის გამოძიების ხარჯები და აგრეთვე დაეკისრა 15 მილიონი დოლარის გადახდა.

კომენტარები