დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე

6 დეკემბერს, 12:00-ზე, სააპელაციო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმის განხილვა გაიმართება

მარიამ ტარიელაშვილი/Fb.com

6 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმის განხილვა გაიმართება. პროცესი 12:00-ზე დაიწყება. სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს. პროცესს მსჯავრდებული დეკანოზიც დაესწრება.

5 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გიორგი მამალაძეს ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირა და განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. დეკანოზს 10 თებერვლის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

თავად გიორგი მამალაძის თქმით, მას პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას სთხოვდნენ.

კომენტარები