განზრახ მკვლელობა

შსს: განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ

შსს

სამართალდამცავებმა 1993 წელს დაბადებული ო.რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1950 წელს დაბადებულ ნ.პ.-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. ნ.პ. მიყენებული ჭრილობის შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა." - წერია შსს-ს განცხადებაში. 

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, მიმდინარეობს. 

კომენტარები