საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

თურქეთიდან საქართველოში პნევმატური იარაღის შემოტანისთვის ერთი პირი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე 129 ერთეული პნევმატური იარაღის შემოტანისთვის ერთი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი "სარფის" გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის გამოყენებით, თურქეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე 129 ერთეული პნევმატური პისტოლეტი შემოიტანა", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას თვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები