ბანგლადეში როჰინჯა მუსლიმებს გადაასახლებს ადგილზე, რომელიც წელიწადში 4 თვე იტბორება

Reuters

ბანგლადეში 100, 000 როჰინჯა მუსლიმს, რომლებიც ქვეყანას მიანმარიდან გამოქცევის შემდეგ აფარებენ თავს, ბენგალის ყურეში მდებარე კუნძულზე გადაასახლებს.

კუნძულზე, რომლის ფართობი 300 კვადრატულ კილომეტს შეადგენს, ჯერ-ჯერობით არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს და მუსონების გამო ყოველწლიურად, ივნისიდან სექტემბრამდე იტბორება.

როჰინჯა მუსლიმების კუნძულზე გადასახლების უზრუნველყოფისათვის ბანდგლადეშის მთავრობა 278 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს მიანმარის რაკჰაინის პროვინციაში სიტუაციის გამწვავების შემდეგ ბანგლადეშს 626 000-მა როჰინჯა მუსლიმმა შეაფარა თავი.

კომენტარები