ციანიდის საქმე

ციანიდის საქმის პროცესი სააპელაციო სასამართლომაც დახურა

რადიო ფორტუნა

სააპელაციო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმის სხდომები სრულად დაიხურა. ამ გადაწტვეტილებით მოსამართლეთა კოლეგიამ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების მიღებამდე, ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას არ ენდობა.

სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე იმსჯელებს.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. დეკანოზს 10 თებერვლის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

თავად მამალაძის თქმით, მას პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას სთხოვდნენ.

კომენტარები