განზრახ მკვლელობა

სტუმრის მკვლელობაში ბრალდებული ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურა
facebook.com/OfficialPOG

ქუთაისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული თ.გ. სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით "ერთხმად ცნო დამნაშავედ."

აღნიშნულ საქმეზე ჩატარებულ სასამართლო პროცესებზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებები გამოიკვლია, დაიკითხა 10 ადამიანი, მათ შორის დანაშაულის თვითმხილველი მოწმეც. 

"გამოკვლეული იქნა დოკუმენტალური და ნივთიერი მტკიცებულებები,ასევე მკვლელობის იარაღი - დანა, რომელზეც მოკლულის სისხლი და ბრალდებულის დნმ-ი აღმოჩნდა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 28 დეკემბერს, საღამოს საათებში თ.გ-მ მისსავე საცხოვრებელ სახლში შელაპარაკების დროს სტუმარს რ.ქ.-ს გულმკერდის არეში დანა დაარტყა. მიღებული დაზიანებების შედეგად რ.ქ. ადგილზე გარდაიცვალა." - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თ.გ.-ს ბრალდება სსკ-ს 108-ე მუხლის მიხედვით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს. ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთი ღინისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

"ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ თ.გ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა." - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები