ცნობილი ადამიანები

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტზე: ბოლო ფილმი ჩვენი ურთიერთობის გადასარჩენად გადავიღე

Showbiz.com

ანჯელინა ჯოლიმ The Hollywood reporter-თან კიდევ ერთხელ ისაუბრა მისი და ბრედ პიტის ქორწინებაზე.

ჯოლის თქმით, მან ფილმი By the sea, სადაც ის და ბრედ პიტი ერთად თამაშობენ, ურთიერთობის შესანარჩუნებლად გადაიღო.

"ჩვენ ერთად ვმუშაობდით და ეს კარგად გამოგვდიოდა. მინდოდა რომ ეს ყველაფერი ერთად გაგვეკეთებინა, რადგან კომუნიკაციის კარგ გზად მეჩვენებოდა. რაღაც მხრივ ეს გამოგვაგდა, სხვა მხრივ კი რაღაცები გვასწავლა." - თქვა ანჯელინა ჯოლიმ.

მსახიობმა იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც ფილმის გადაღების მსვლელობის დროს შეიქმნა.

"ფილმის გადაღებისას ძალიან მძიმე პრობლემები შეგვექმნა და ეს ნამდვილად არ იყო გადაღებების ბრალი. ყველაფერი სხვა მიზეზების გამო ხდებოდა და ჩვენ ამას უნდა შევგუებოდით. არ ვარ დარწმუნებული, რომ ვიცი ეს პრობლემები რატომ შეიქმნა." - თქვა ანჯელინა ჯოლიმ.

კომენტარები