ციანიდის საქმე

სააპელაციო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმის განხილვა გადაიდო

ნეტგაზეთი

სააპელაციო სასამართლოში ე.წ ციანიდის საქმის განხილვა გადაიდო. შემდეგი სხდომა 20 დეკემბერს გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე ე.წ ციანიდის საქმის სხდომები სრულად დაიხურა. მოსამართლეთა კოლეგიამ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა. გადაწყვეტილების მიღებამდე, ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას არ ენდობა.

სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე იმსჯელა.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. გამოძიების მტკიცებით, მამალაძე თეთრუაშვილის ციანიდით მოწამვლას ცდილობდა და ამას ანგარებით აკეთებდა. დეკანოზს 10 თებერვლის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

თავად მამალაძის თქმით, მას პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას სთხოვდნენ.

კომენტარები