აშშ-რუსეთი

რექს ტილერსონი: რუსეთთან კავშირების ნორმალიზაცია არ არსებობს

Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ბრიუსელში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მისი თქმით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მოკავშირეები თანხმდებიან, რომ რუსეთთან უერთიერთობების ნორმალიზაცია არ არსებობს.

"ჩვენ გვქონდა დისკუსია ნატოს შეხვედრებზე იმის თაობაზე, თუ რა იყო რუსეთთან ურთიერთობის შესაფერისი სახე და ვფიქრობ ფართო კონსესუსი ნატოს წევრ ქვეყნებს შორის არის ის, რომ რუსეთთან დიალოგის ნორმალიზაცია დღეს არ არსებობს." განუცხადა ტილერსონმა ჟურნალისტებს. 

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე რამდენიმე კონფლიქტის გადაჭრაში დასავლეთი რუსეთის ქმედებებზეა დამოკიდებული. ტილერსონის თქმით ოფიციალური ვაშინგტონი მიიჩევს, რომ მოსკოვის ვალია უზრუნველყოს მათი მოკავშირე დამასკოს მონაწილეობა გაეროს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

კომენტარები