მიხეილ სააკაშვილი

ჟირინოვსკიმ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა: მას უნდა მოვეპყრათ პატივისცემით

ვლადიმერ ჟირინოვსკი

რუსმა პოლიტიკოსმა, პარტია ЛДПР-ის ლიდერმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა და აღნიშნა, რომ ის პატივისცემას იმსახურებს.

"უკრაინის ტოტალიტარულ-პოლიციურმა რეჟიმმა უნდა გაიგოს, რომ რადგან თქვენ მიდიხართ ევროპისკენ, დაუშვებელია გამოიჩინოთ ასეთი ძალადობა იმ მოქალაქეთა მიმართ, რომლებიც არ ეთანხმებიან ხელისუფლების პოლიტიკას. სააკაშვილს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მშვიდად იცხოვროს უკრაინაში და მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში", - ნათქვამია ЛДПР-ის განცხადებაში.

ჟირინოვსკის თქმით: სააკაშვილს უნდა მოვეპყრათ პატივისცემით, რადგან როგორიც უნდა იყოს მისი ქმედებების შეფასებები, ის ინარჩუნებს სტატუსს - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. "ჩვენ ყველა ვართ თანამემამულეები. ჩვენი საერთო სამშობლო - საბჭოთა კავშირია".

კომენტარები