ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი

აშშ-ის პრეზიდენტი: იურუსალიმი ისრაელის დედაქალაქია

0 კომენტარი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, როგორც მოსალოდნელი იყო იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ამით ტრამპმა ისტორიული ნაბიჯი გადადგა და აშშ-ის წინა ათწლეულებში დამკვიდრებული პოლიტიკა შეცვალა.

"დროა, ოფიციალურად ვცნოთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად," - თქვა ტრამპმა. მეტიც, მისი თქმით, ეს დიდი ხნით დაგვიანებული გადაწყვეტილებაა აშშ-ის მხრიდან. მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ინტერესებშიცაა და რეგიონში მშვიდობის დამყარებასაც შეუწყობს ხელს.

ტრამპის თქმით, ის მხარს დაუჭერს ორი სახელმწიფოს მოდელს, თუკი ისრაელი და პალესტინაც მოინდომებენ ამას. 

ამ გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის განცხადებით, საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადატანა უნდა მოჰყვეს. 

დღეს, 6 დეკემბერს, ტრამპის მხრიდან ამ გადაწყვეტილების გამოცხადება უკვე დაანონსებული იყო, რასაც კრიტიკა მოჰყვა არაბული ქვეყნებისგან და ევროკავშირისგან, რადგან თვლიან, რომ სადავო ქალაქში ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავებას შეუწყობს ხელს. გადაწყვეტილება წინასწარ გააკრიტიკეს პაპმა ფრანცისკემ და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

არტისტების გაერთიანება "ტალღა"

კომენტარები