რუსეთი

ვლადიმირ პუტინი 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

EPA

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მომდევნო წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

მან ეს განცხადება ნიჟნი ნოვგოროდში ვოლგას მანქანების ქარხანაში მუშებთან შეხვედრისას გააკეთა.

"გმადლობთ მხარდაჭერისათვის, მე წამოვაყენებ ჩემს კანდიდატურას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე." თქვა მან.

გამარჯვების შემთხვევაში ეს მისი მეოთხე საპრეზიდენტო ვადა იქნება და ის პოსტს 2024 წლამდე დაიკავებს.

გამოსვლაში პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ნაკრები 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე დოპინგის სკანდალის გამო არ დაუშვეს, რუსეთი ოლიმპიადას ბოიკოტს არ გამოუცხადებს და რუს ათლეტებს, ვინც დოპინგის ტესტს წარმატებით გაივლიან, შეეძლებათ ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზონ.

კომენტარები