ბიუჯეტი 2018

საგარეოს და ევროინტეგრაციის გაერთიანებით 0 ლარი იზოგება

საქართველოს პარლამენტი

ევროინტეგრაციის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება. თუ პარლამენტი მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებას დაუჭერს მხარს, მაშინ ამ სამინისტროების გაერთიანებით ზუსტად 0 ლარი დაიზოგება. ამის შესახებ პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტის პროექტიდან ხდება ცნობილი.

ბიუჯეტის მიხედვით, გაერთიანებული სამინისტრო ამ ორი უწყების ბიუჯეტისა და თანამშრომელთა რაოდენობის მექანიკურ ჯამს წარმოადგენს.

გაერთიანებამდე სამინისტროების ბიუჯეტები და საშტატო რიცხვოვნობა ასეთი იყო:

  • ევროინტეგრაციის სამინისტრო - 2.9 მილიონი, 60 დასაქმებული
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 118 მილიონი, 775 დასაქმებული

გაერთიანებული სამინისტროს ბიუჯეტი:

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 120.9 მილიონი, 835 დასაქმებული (60-ით მეტი)

სხვა უწყებების შემთხვევაში, მართალია მთლიანობაში დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ 6 პირით მცირდება (სავარაუდოდ, ესენი მინისტრები და მათი მოადგილეები არიან, რადგანაც გაერთიანებულ სამინისტროებს 2 მინისტრი ვერ ეყოლება), მაგრამ საბიუჯეტო დანაზოგი 200 მილიონ ლარს აჭარბებს.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის გაერთიანებით 47 მილიონი იზოგება, ეკონომიკის, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის ნაწილის გაერთიანებით 152 მილიონი იზოგება, კულტურისა და სპორტის დაცვის გაერთიანებით 14 მილიონი იზოგება.

კომენტარები