კრიმინალი

GFF მსაჯის გარდაცვალებაზე: მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან

0 კომენტარი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, მსაჯის ილია ტუღუშის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ფედერაცია მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და იმედს გამოთქვამენ, რომ შემთხვევას უმოკლეს ვადაში გამოიძიებენ. 

"ილია ტუღუში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატის ასაკობრივ პირველობებსა და სხვადასხვა ლიგებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია  კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს. გვსურს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან და ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ეს შემთხვევა უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული." - წერია ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გუშინ, მალთაყვაში ფეხბურთის მსაჯი ილია ტუღუში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ტუღუშის ოჯახი თითმკვლელობის ფაქტს გამორიცხავს და მომხდარს ჩაწყობილ საფეხბურთო თამაშებს უკავშირებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ქებურია

კომენტარები