ფობიები

ყველაზე გავრცელებული ფობიები და მათი გამომწვევი მიზეზები

phobias.com

2016 წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანებს ყველაზე მეტად სიმაღლის, გველებისა და საჯაროდ ლაპარაკის ეშინიათ.

საიდან მოდის ფობიები?

სიმაღლის შიში

IFL Science-ს კვლევის მიხედვით ადამიანებში სიმაღლის შიშს ვერტიკალური დისტანციებისთვის გადამეტებული და მეტისმეტი ყურადღების მიქცევა იწვევს.

გველების შიში

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით გველების შიში თანდაყოლილია, ის დაბადებიდან მოგვყვება - ეს რეაქცია ჩვენ ევოლუციურად ჩამოგვიყალიბდა, როგორც მომწამვლელი ნივთიერებების მიმართ შიში.

მსგავსი მოსაზრება ერგება ობობების შიშსაც.

საჯაროდ ლაპარაკის შიში 

საჯაროდ ლაპარაკის შიშს გლოსოფობია ქვია.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გლოსოფობია მოსახლეობის 20%-ს აქვს.

IFL science-ს მიხედვით, ეს შიში მომდინარეობს იქიდან, რომ ამ დროს უფრო მეტი ადამიანი ხედავს შენს ქცევებს, ნერვიულობას. აღარ ხარ "გამჭირვალე" ადამიანი, რომელიც მხოლოდ თავისთვის არის.

უმეტესწილად საჯაროდ ლაპარაკის შიშის განმაპირობებელი ის ხდება, რომ ადამიანებს არ უნდათ სხვებმა შენიშნონ მათი ნერვიულობა. 

კომენტარები